გიორგი მეგრელიშვილი

გიორგი მეგრელიშვილი

გიორგი მეგრელიშვილი — ქართველი ბოდიბილდერი და ფიტნეს ინსტრუქტორი, სპორტული კარიერა მეცხრე კლასიდან დავიწყე. წლების განმავლობაში მიზანმიმართული შრომითა და დისციპლინით შევძელი ბოდიბილდინგში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

შეჯიბრებებში აქტიურად ვმონაწილეობ 2022 წლიდან. ვარ საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ასევე 2024 წლის Armenia Grand Prix-ის პრიზიორი. 2026 წელს წარმატებით ვიასპარეზე საერთაშორისო ტურნირებზე და გავხდი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ხოლო პრესტიჟულ შეჯიბრებაზე Mr. Universe 2026 მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი ორ კატეგორიაში.

ჩემთვის სპორტი მხოლოდ შედეგები არ არის — ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც ეფუძნება მუდმივ განვითარებას, პროფესიონალიზმსა და მიზნისკენ შეუპოვარ სწრაფვას. ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ხარისხიანი სპორტული დანამატები, რის გამოც წლების მანძილზე წარმატებით ვთანამშრომლობ Sportlife-Geo-თან. დღესაც აქტიურად ვაგრძელებ სპორტულ კარიერას, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის და sportlife- geo სთან ერთად საკუთარი გამოცდილებით ვეხმარები ადამიანებს ჯანმრთელი, ძლიერი და აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

Back to blog

Leave a comment