გიგი მამაცაშვილი
"უმაღლესი შედეგების მიღწევა მოითხოვს დისციპლინას, სტაბილურობას და სწორ გარემოს, სადაც პროგრესი ყოველდღიური პროცესის ნაწილი ხდება. როგორც პროფესიონალი ათლეტი და ამ სფეროს წარმომადგენელი, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პარტნიორის არჩევა, რომლის პროდუქციის ხარისხსა და სანდოობაში სრულად დარწმუნებული ვიქნებოდი."
სწორედ ამიტომ ვირჩევ Sportlife-ს — კომპანიას, სადაც ნდობა, უმაღლესი ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთიანადაა თავმოყრილი. ჩემთვის, როგორც ათლეტისთვის, ხარისხიანი დანამატები პროგრესის განუყოფელი ნაწილია.
აქტიურ სპორტულ ასპარეზზე ჩემი გზა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. 2023 წელს ნატურალურ კატეგორიაში საქართველოს თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ძალები საერთაშორისო სცენაზეც ვცადე, სადაც უდიდეს წარმატებებს მივაღწიე: 2025 წელს Mr. Olympia Eastern Europe-ზე პირველი ადგილი დავიკავე, ხოლო 2026 წელს პოლონეთში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე — Mr. Poland European Festival — კვლავ უპირობო პირველი ადგილი და ჩემპიონობა მოვიპოვე.
ამ ყველაფერს წარმატებით ვუთავსებ სამწვრთნელო მოღვაწეობას. ჩემს სპორტსმენებთან და მოსწავლეებთან მუშაობისას უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დამიგროვდა, რაც ჩემი პროფესიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. Sportlife-ის პროდუქციას უდიდესი წვლილი შეაქვს როგორც ჩემი პირადი საუკეთესო ფორმის შენარჩუნებაში, ისე ჩემი მოსწავლეებისა და ათლეტების უმაღლესი შედეგების მიღწევაში.“