Tornike Jincharadze

Tornike Jincharadze

მე, როგორც ამ სპორტში თავით ჩაფლული ენთუზიასტი, ვეძებდი კომპანიას, რომლის ხარისხში ეჭვი არ შემეპარებოდა. სწორედ ამიტომ ვირჩევ Sportlife-ს — კომპანიას, სადაც ნდობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთიანადაა თავმოყრილი. ვარჯიში 13 წლის ასაკში დავიწყე, და უკვე 12 წელია დარბაზში ვვარჯიშობ. ამ პერიოდში არასოდეს მქონია ერთ კვირაზე გრძელი შესვენება. ბოლო 6 წელია აქტიურად გამოვდივარ ტურნირებზე. 2024 წლის ნოემბერში ბარსელონაში (სანტა სუსანნა) გავიმარჯვე მსოფლიო ჩემპიონატზე, გავხდი იუნიორთა ბოდიბილდინგის აბსოლუტური ჩემპიონი, ასევე დავიკავე მესამე ადგილი სენიორ ბოდიბილდინგის კატეგორიაში 85 კგ-მდე და ბრინჯაოს მედალი სენიორ კლასიკ ფიზიკის კატეგორიაში. მსოფლიო ჩემპიონატიდან მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის გარდა, ვარ საქართველოს ოთხგზის პრიზიორი, მათ შორის ორჯერ ჩემი კატეგორიის გამარჯვებული. ამ ყველაფერს ვუთავსებ მწვრთნელის საქმიანობას, რომელსაც უკვე მეშვიდე წელია ვაგრძელებ. ამ პერიოდში მრავალფეროვანი მოსწავლეების გამოცდილება დამიგროვდა, რაც ჩემი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბლოგზე დაბრუნება

დატოვეთ კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარების გამოქვეყნებამდე მათი დამტკიცება აუცილებელია.